“რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ ყოფილი კლინიკური მენეჯერი მაკა ქასრაშვილი ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა.
ინფორმაცია თავად მაკა ქასრაშვილმა გაავრცელა.
მისი თქმით, სასამართლო სხდომა 4 ივლისს, გაიმართა და მოსამართლემ ბათილად ცნო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს კი მისთვის ამ დრომდე იძულებით განაცდურის გამო ხელფასის ანაზღაურება დააკისრა.
მაკა ქასრაშვილი ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის თანამდებობიდან 2023 წლის იანვარში გაათავისუფლეს.
წყარო: “ჩემი ხარაგაული”
კომენტარები