ხარაგაულის საკრებულოს ავტომობილების საწვავისთვის 33 349 ლარი დაიხარჯა, მანქანების მოვლა-პატრონობისათვის კი 90 063 ლარი.
“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 2020-2023 წლებში დაიხარჯა.
2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2 274 897 მილიონი ლარის საწვავი მოიხმარა.
31 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 28 შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს განპიროვნებული მანქანა ემსახურებოდა.
ცნობისთვის, ტალინის, ვილნიუსისა და ბუქარესტის საკრებულოებს არც ერთი მანქანა არ ემსახურება.
კომენტარები