“ქართული ოცნება” ხარაგაულში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. პარტია “საქართველოსთვის” ხარაგაულის მერობის კანდიდატის განცხადებით, რაიონში მოსახლეობის დაშინება და ზეწოლა მიმდინარეობს.
პოსტი დატოვა 48-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა.
ტატო თავზარაშვილის ინფორმაციით, კომისიის მდივანს თანამდებობის დატოვება “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა და კომისიის თავმჯდომარემ აიძულეს.
ხარაგაულში მოსახლეობას სოციალური დახმარების შეწყვეტითაც ემუქრებიან, ცენტრალურ მაგისტრალზე დასაქმებულებს კი 41 შემოხაზვას სამსახურიდან გაშვების მუქარით აიძულებენ.
კომენტარები