ხარაგაულში უხვი ნალექის შედეგად კინოთეატრის შენობა დაზიანდა.
რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ჩრერიმელა ადიდდა, რომელმაც საყრდენი კედელი წაიღო და კინოთეატრის შენობა დააზიანა.
ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები გუშინ შექმნა. მოლითის, ვახანის, ლეღვნის და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დაიტბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
ასევე ხარაგაულში წყალმა ლიანდაგი დატბორა და რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდი-თბილისის და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებული იყვნენ.
სტიქიის შედეგებს შესაბამისი კომისია დაადგენს.
კომენტარები