ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. მოლითის, ვახანის, ლეღვნის და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დაიტბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
ასევე ხარაგაულში წყალმა ლიანდაგი დატბორა და რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდი-თბილისის და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებული იყვნენ.
სტიქიის შედეგებს შესაბამისი კომისია დაადგენს.
კომენტარები