ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამომრჩეველთან შეხვედრას აგრძელებს.
მერობის კანდიდატი, ოპოზიციის საკრებულოს შეთანხმებულ მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა ნარსიასთან ერთად ქალაქ-მუზეუმის ამომრჩეველს შეხვდა.
უმუშევრობა, სიღარიბე და დაუცველობის განცდა- ეს ის პრობლემებია, რაზეც ქუთაისელები ღიად საუბრობენ და მხარს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უჭერენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარები