მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ხელებში ჩამაკვდა, აგვისტოს და ავღანეთის ომებში იბრძოდა” – ხონში მომხდარი მკვლელობის დეტალები

“ხელებში ჩამაკვდა, აგვისტოს და ავღანეთის ომებში იბრძოდა” – ხონში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ხონში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ახალგაზრდა 33 წლის გიორგი ჩალაძეა.

მოკლული ახალგაზრდის დედის ინფორმაციით, 17 დეკემბერს ღამით სახლში ხმაური შემოესმათ, რის გამოც ჩალაძე მეზობლების გაშველების მიზნით გარეთ გავიდა.

33 წლის მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

“ხელებში ჩამაკვდა, დახმარებას მთხოვდა, თუმცა ვაი, რომ ვერ ვუშველე, საშინელება მოხდა ჩვენი ოჯახის თავს, მამაცი შვილი მყავდა, აგვისტოს და ავღანეთის ომებში იბრძოდა და ვერ იტანდა ვინმეს რომ ჩაგრავდნენ”, – განაცხადა მოკლულის დედამ ნატო ჩალაძემ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები