ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის მოსახლეობის ინფორმაციით, ხელისუფლება მიწის გასხვისებას აპირებს.
მათი თქმით, 6 ათას 861 კვ.მეტრი ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება.
მიწის გასხვისების შესაჩერებლად მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ოპოზიციის განმარტებით, ადგილი “ცივწყალა” სარეკრეაციო ზონაა და მისი გასხვისება დაუშვებელია. ტერიტორიით სარგებლობენ როგორც ადგილობრივები, ასევე, ტურისტები.
კომენტარები