ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი აქციები გრძელდება. დღევანდელ აქციას სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
მოზარდები ხელისუფლების მიერ კანონად ქცეულ რუსულ კანონს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ასეთ რეალობაში მათი მომავალი პროგრესზე და ევროპაზე გათვლილი ვერ იქნება.
“ჩვენ გვინდა უკეთესი ცხოვრება, ჩვენ გვინდა ევროპა და ამერიკა. არ გვინდა რუსეთი, ის მსოფლიოში გუშინდელი დღეა. გაურკვეველია რატომ გვექაჩება ჩვენი ხელისუფლება რუსეთში, როცა მათი შვილები ევროპასა და ამერიკაში სწავლობენ”,- უთხრა “ინფო იმერეთს” სკოლის მოსწავლემ.
კომენტარები