მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია – “ბრუნტეტი“ – ქუთაისის თეატრმა მუსიკალურ სპექტაკლს უმასპინძლა

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია – “ბრუნტეტი“ – ქუთაისის თეატრმა მუსიკალურ სპექტაკლს უმასპინძლა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკალური სპექტაკლი სახელწოდებით – “ბრუნტეტი” გაიმართა.

მაყურებელს საშუალება ჰქონდა ემოგზაურა 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში.

სპექტაკლი დაფუძნებულია kordz-ის ნაწარმოებზე რომელიც 2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიურ ანსამბლ „Kluster 5“-სთვის და გამოყენებულია 1999 წლის აუდიო-ჩანაწერები.

“ბრუნტეტი – დაბრუნება“ არის მუსიკალური სპექტაკლი, სადაც 5 წლის kordz-ი გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო – ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მცხოვრებლებზე და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

წარმოდგენაში მუსიკოსები kordz და ანსამბლი Kluster 5 მონაწილეობენ. სპექტაკლის პერსონაჟები კი ლანა ყავრელიშვილი, ანანო მახარაძე, ნატალია გაბისონია, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე და თემო რეხვიაშვილი არიან“, – აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა ალექსანდრე კორძაიამ.

მუსიკალური სპექტაკლი დასრულდა წარწერით – “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”.

კომენტარები