საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქმედი რეგულაცია, რომელიც რესტორნებს 23:00 საათის შემდეგ მუშაობას უკრძალავს, ხვალიდან მოიხსნება.
გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 24 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს, რომლებსაც 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ და იმუშავებენ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან.
კომენტარები