“ხვალიდან ჭიათურელი მოშიმშილეების დედებიც შეუერთდებიან შვილების პროტესტს და ისინიც დაიწყებენ შიმშილობას”, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა მაღაროელმა განაცხადა.
ჭიათურელი მაღაროელები 16 დღეა, გაფიცებული არიან. მათი მოთხოვნა ღირსეული შრომითი პირობები და ანაზღაურების გაზრდას.
აქციას დღეს ჭიათურიდან შეუერთდა მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პროტესტის ნიშნად, თვალები ამოიკერა.
დღესვე, პარლამენტთან უვადო შიმშილობა გამოაცხადა კიდევ ოთხმა მაღაროელმა. ისინი პროტესტის უკიდურესი ზომების შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს ჭიათურაში, მათგან ერთი დღეს კლინიკაში გადაიყვანეს.
კომენტარები