მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ხვალ ქუთაისში ავტოქარხნის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს

ხვალ ქუთაისში ავტოქარხნის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს

29 აპრილს ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, რიგგარეშე არჩევნები გაიმართება, მოსახლეობა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.

ინფო იმერეთს” ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, რომ ავტოქარხნის დასახლებაში, 29 აპრილს 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება, სადაც 26 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.

ავტოქარხნის ამომრჩეველს ბიულეტენში მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატი – მიხეილ გიორგაძე დახვდება.

ქალაქის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც “ნაციონალური მოძრაობიდან” გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ბრეგაძე ემიგრაციაში წავიდა.

კომენტარები