მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ხიფათი შეექმნათ ბავშვებს” – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოიშალა

“ხიფათი შეექმნათ ბავშვებს” – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოიშალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის საჯარო სკოლაში, რომლის მშენებლობაც რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, წვიმის შემდეგ ჭერი ჩამოიშალა.

150 მოსწავლეზე გათვლილი  საჯარო სკოლა ორი წლის წინ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა და მისი მშენებლობა 2 მილიონ ნახევარ ლარამდე დაჯდა.

ხარაგაულის ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  ძლიერი წვიმების დროს აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წყალი  რამდენჯერ ჩავიდა, თუმცა ჭერის ჩანგრევის ფაქტი პირველად მოხდა.

“სკოლა, რომელიც არის კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ევროსტანდარტით, ფაქტობრივად, არაფერი ევროსტანდარტით არ არის გაკეთებული. ნალექი ჩამოვიდა, ჩამოიტანა მთლიანი ჭერი მეორე სართულზე და ხიფათიც კი შეექმნათ ბავშვებს, სადაც ფაქტობრივად, შეწყდა სწავლაც. ეს ხელისუფლება, როგორც განათლების სამინისტრო, ისე ადგილობრივი ხელისუფლება, მერი უნდა ზრუნავდეს ახალგაზრდების განათლებაზე, მათ კეთილდღეობაზე, პირიქით, ესენი ხელს უშლიან და მათ ხარჯზე არიან ჩაფლული კორუფციაში”, – განაცხადა ხარაგაულის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა.

მუნიციპალიტეტში რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ საქმის კურსშია განათლების სამინისტრო.

კომენტარები