მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ხმაური ჭორვილასთან – მსვლელობის მონაწილეებს “ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ

ხმაური ჭორვილასთან – მსვლელობის მონაწილეებს “ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება ჭორვილასთან – მსვლელობის მონაწილეებს “ოცნების” აქტივისტები დახვდნენ. სოფელი სამართალდამცველების ალყაშია მოქცეული.

ოლიგარქის მშობლიურ სოფლამდე მისასვლელი ყველა გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი. მიზეზი  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მსვლელობაა, რომელთა მიზანიც ივანიშვილის სახლამდე მისვლა და არაფორმალური მმართველობის გაპროტესტება იყო.

ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, სოფელში არც მედიის წარმომადგენლებს უშვებენ.

სამართალდამცველები გადაადგილების შეზღუდვის და მედიისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ.

კომენტარები