საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა მექსიკაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ათი მედალი მოიპოვეს.
მარიამ მურღვლიანმა მსოფლიო ჩემპიონობა ოქროს სამი მედლით იზეიმა.
მურღვლიანმა ატაცში თავი 95 / 99 /102 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში 120 / 123 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედალი დაისაკუთრა.
მარიამ მურღვლიანი ორჭიდში მოგროვილი 225 კილოგრამითაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
კომენტარები