მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ხონის მერიაში პერსონალი 25%-ით გაიზარდა, შრომის ანაზღაურება – 71%-ით”

“ხონის მერიაში პერსონალი 25%-ით გაიზარდა, შრომის ანაზღაურება – 71%-ით”

ხონის მერიაში დასაქმებულების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით ადმინისტრაციული პერსონალი ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში 25 პროცენტით გაიზარდა, ხოლო შრომის ანაზღაურება 71 პროცენტით.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში ბიუროკრატიაში დასაქმებულთა რიცხვი იმდენად გაზრდილია, რომ დასაქმებულებს ხონის მერიაში სამუშაო ოთახებიც არ აქვთ.

“ნაციონალური მოძრაობა” თვეები ადგილობრივი ხელისუფლებიდან საჯარო ინფორმაციის სახით, დასაქმებულების სახელობით სიას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” წინასწარ აფინანსებს საარჩევნო აქტივს.

კომენტარები