ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში პროტესტი გრძელდება. სოფლის მოსახლეობა მძიმე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ ფონს აპროტესტებს.
მოსახლეობის თქმით, სოფელს არ აქვს გაზი, სასმელი წყალი, ინტერნეტი, ელექტროენერგია კი შეზღუდვით მიეწოდებათ.
ასევე ადგილობრივების თქმით, სკოლის რეაბილიტაცია წლების წინ დაიწყეს და სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა, ბავშვებს კი განათლების მიღება კი კერძო სახლებში უწევთ.
გორდის მოსახლეობა ასევე, მთის ფერდობზე კარიერის მშენებლობის შესაძლო დაწყებას აპროტესტებს.
ადგილობრივებთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე მივიდა.
კომენტარები