ხონში 2023 წელს, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წელს ხონში, 160 ბავშვი დაიბადა.
2022 წელს – 192; 2021 წელს – 225; 2020 წელს – 219; 2019 წელს 254; 2018 წელს კი 280 ბავშვი გაჩნდა.
2012 წელს ხონის მუნიციპალიტეტში 312 ბავშვი დაიბადა, 1994 წელს კი – 416.
სტატისტიკა მიუთითებს, რომ ხონში ყოველწლიურად შობადობა მკვეთრად მცირდება.
კომენტარები