ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში ოთახების რეაბილიტაცია იგეგმება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე განთავსებული ინფორმაციის მხიედვით ირკვევა, რომ აღნიშნულზე ხონის ბიუჯეტიდან 10 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
“სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების, შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის დასკვნების წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე”, – აღნიშნულია მოთხოვნაში.
კომენტარები