მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხონში თაგვის წამლით მოწამლული 2 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ხონში თაგვის წამლით მოწამლული 2 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

2 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელმაც თაგვის წამალი შეჭამა, დამაკმაყოფილებელია.

მცირეწლოვანს პირველადი დახმარება ხონში გაუწიეს, შემდეგ ქუთაისში, საბოლოოდ კი თბილისში გადაიყვანეს.

ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი ახლა თავს კარგად გრძნობს.

შემთხვევა წუხელ ხონში მოხდა. 2 წლის გოგონამ თაგვის წამლის ტაბლეტი დივნის ქვეშ იპოვა.

კომენტარები