ხონში, ასხის მთასთან, მწყემსმა მწყემსი მოკლა. რა გახდა მათ შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზი, უცნობია.
მოკლულია მარტვილის მკვიდრი, 35 წლამდე მამაკაცი.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა, 48 წლის მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარები