მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ხონში, სოფელ ნამაშევის სკოლის დირექტორი მინდია გველებიანი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს”

“ხონში, სოფელ ნამაშევის სკოლის დირექტორი მინდია გველებიანი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს”

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის სკოლის დირექტორი მინდია გველებიანი  სამსახურიდან გაათავისუფლეს.

პარტია “საქართველოსთვის” წევრის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მათი პარტიის მხარდაჭერაა.

“გუშინ, პარტია “გახარია საქართველოსთვის” მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს ხონის  სკოლის დირექტორი მინდია გველებიანი, რომელიც  ადგილზე უპრეცედენტო მხარდაჭერით და ავტორიტეტით სარგებლობს”,- აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

პარტიაში აცხადებენ, რომ მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ “ოცნების” ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს.

კომენტარები