6 მაისს, გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში რიგი ღონისძიებები გაიმართა.
დილიდან საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა ჩატარდა.
ამფითეატრის სცენაზე ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ “საპატიო ხონელის” წოდება ვლადიმერ ბახტაძეს, მურმან გელენიძეს, გოჩა ბაკურაძეს, ციალა ჩარგეიშვილს, ოთარ ჯაფარიძეს, დუდარი სანაძეს, დაზმირ ლიარტელიანს, ნინო აკობიძეს, ალეკო ქუთათელაძეს, პეტრე მგალობლიშვილს მიანიჭა.
ლადო ჯურხაძემ, დღესვე, საპატიო სიგელები გადასცა სპორტში წარმატებულ ხონელებს მარიამ მურღვლიანს, თემურ გელენიძესა და გოჩა კვანტალიანს.
“ხონელობას” ქალაქ სტუმრობდა დამეგობრებული ქვეყნების პოლონეთისა და ლატვიის დელეგაციები.
ღონისძიებები “რეგიონის” კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.
კომენტარები