ხრეითი – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბუჯის (ჩოლაბურის მარცხენა შენაკადი) ზემოთში, ზღვის დონიდან 920 მეტრი. ჭიათურიდან — 18 კმ., ქუთაისიდან — 88 კმ., თბილისიდან — 198 კმ.
წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნეში.
სოფლის სახელში გამოიყოფა დაბოლოება “ითი” და ფუძე “ხრე“ ანუ “ღრე“, რაც შემორჩენილია სიტყვებში: კლდე-ღრე, ტყე-ღრე. ე.ი. ხრეითი კლდიან, ღორღიან ადგილს ნიშნავს.
სოფლის ჩრდილოეთით მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის უმაღლესი მწვერვალი საწალიკე (1996 მ.).
სოფელში არის მთამსვლელების სიმონ, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეების სახლ–მუზეუმი, ფეოდალური ხანის ორი ციხე-დარბაზი, ზეცხის წმინდა გიორგის ეკლესია, მარიამწმინდის ეკლესია.
კომენტარები