ქუთაისში ავთანდილ ხურციძის გათავისუფლებას ელოდებიან. სპორტსმენის დედის მაყვალა ხურციძის ინფორმაციით, ის ესაუბრა შვილს და ელოდება, რომ საპატიმროს დატოვებს.
ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეეძლო, ავთანდილ ხურციძის უდანაშაულობის დამტკიცება.
“ვესაუბრე და მითხრა, რომ 14 სექტემბერს გამოვალო. მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ხელისუფლებაზე, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ჩემს შვილს დახმარებოდნენ. ციხეს ავთო მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს”, – განაცხადა დაკავებული სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ.
ავთანდილ ხურციძე 2017 წელს დააკავეს, მას ბრალად რეკეტი, გამოძალვა და სხვა კრიმინალური საქმიანობა ედებოდა. სპორტსმენს 10-წლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი.
კომენტარები