მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ხშირად მინანია ქუთაისის აეროპორტის არსებობა, იმდენი ქართველი გადის იქიდან სამუდამოდ”

“ხშირად მინანია ქუთაისის აეროპორტის არსებობა, იმდენი ქართველი გადის იქიდან სამუდამოდ”

სრულიად მივესალმები ამერიკის მთავრობის შემოთავაზებას ქუთაისის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

“ქუთაისის აეროპორტი ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად ავაშენეთ, 2008 წელს რუსების მიერ ნახევარტონიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის აეროპორტის ნაცვლად, მე თავად მივანიჭე მას დავით აღმაშენებლის სახელი.

2012 წელს მთავრობამ ერთ-ერთ პირველ ბრალდებად წამიყენა ამ აეროპორტზე დახარჯული თანხების არამიზნობრივად ხარჯვა, შემდეგ შემოვიყვანეთ “ვიზიარიც”.

ამ წლებში ხშირად მინანია ამ აეროპორტის არსებობა, იმდენი ქართველი გადის იქიდან სამუდამოდ.

სრულიად მივესალმები ამერიკის მთავრობის შემოთავაზებას ქუთაისის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით!

ახლა ორივე ხელით უნდა ჩავაფრინდეთ ამ უნიკალურ შანსს, სანამ შესაძლებლობების ფანჯარა მორიგ ჯერზე ჩაგვეკეტება”, – წერს სააკაშვილი.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს.

“განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.

შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე”, – აცხადებენ საელჩოში.

კომენტარები