ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ტიკარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.
„ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად, იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, საქმიანობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
კომენტარები