მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჯეო ჰოსპიტალსის” სარეზიდენტო პროგრამის მონაწილეებისთვის იმერეთში კლინიკური კონფერენცია გაიმართა

“ჯეო ჰოსპიტალსის” სარეზიდენტო პროგრამის მონაწილეებისთვის იმერეთში კლინიკური კონფერენცია გაიმართა

ბაღდათში “ჯეო ჰოსპიტალსის” ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს ინიციატივით, სარეზიდენტო პროგრამის სტუდენტებისთვის წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროგრამის ხელმძღვანელებისა და მენტორების გადაწყვეტილებით, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ მიერ შერჩეული თემების პრეზენტაციების ფარგლებში წარმოედგინათ.

“ჯეო ჰოსპიტალისთვის” ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ჯანდაცვის ადამიანური რესურსის განვითარება, წლებია, რაც  მოქმედებს ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ვახორციელებთ სარეზიდენტო პროგრამებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედი კლინიკების ბაზაზე. ვფიქრობთ, ასეთი ტიპის შეხვედრები და კონფერენციები ჩვენი რეზიდენტებისთვის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა და წახალისებაა საკუთარი უნარების წარმოსაჩენად. მენტორების წინაშე მთელი წლის ნაშრომის ასეთი ფორმით  წარმოჩენა, სიახლეა და მათ მეტ თავდაჯერებულობასაც მატებთ“, – განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალსის” სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა, რომლის ინიციატივითა და ძალისხმევით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სარეზიდენტო პროგრამები ამოქმედდა.

კონფერენციაზე რეზიდენტებთან ერთად, სხვადასხვა თემებზე პრეზენტაციები პროგრამის ლოკალურმა მენტორებმაც წარადგინეს. თამაზ გრძელიძე, (პროგრამის მოდული – “გადაუდებელი მედიცინა“), გიორგი ჩხოლარია (ჯეო ჰოსპიტალსის კარდიოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი). თეა ცინცაძე (პროგრამის მოდული – “შინაგანი მედიცინა“).

კონფერენციის მსვლელობისას განხილული თემები და პრეზენტატორები იყვნენ:

CAP-საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

მომხსენებელი: ლექსო ორველაშვილი, რეზიდენტი, კარდიოლოგია

დიურეზული საშუალებები;

მომხსენებელი: მაგდა სირბილაძე, რეზიდენტი, კარდიოლოგია

აგფ ინჰიბიტორები;

მომხსენებელი: ნინო უგლავა, რეზიდენტი, კარდიოლოგია

გულის გაჩერება

მომხსენებელი: ბაბუნაშვილი, რეზიდენტი, გადაუდებელი მედიცინა

მეტაბოლური აციდოზი;

მომხსენებელი: თორნიკე კამლაძე, რეზიდენტი, რეანიმაცია-ანესთეზიოლოგია;

რესპირატორული დისტრეს სინდრომი

მომხსენებელი: ნიკოლოზ ყუბანეიშვილი, დიპლომირებული მედიკოსი.

“ჯეო ჰოსპიტალსის” მენეჯმენტის გადაწყვეტილებით სარეზიდენტო პროგრამები მსურველებისთვის ქსელის მასშტაბით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალაქებშია ხელმისაწვდომი.

კომენტარები