ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ საპირისპიროდ მოძრავ მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი ხეს.
“საშინელი ავარია იყო, ეს რა დავინახე, ჯერ მანქანებს შეეჯახა, მერე ხეს, ღმერთმა გადაარჩინათ”- აცხადებს თვითმხილველი ლელა ბერიძე.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კომენტარები