ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში, ისტორიული ვიზიტის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც უკრაინას და უკრაინელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა დიქტატორი.
“არასოდეს დაკარგოთ იმედი, არ შეგეშინდეთ დიქტატორის, რომელიც არმიას აშენებს იმპერიის აღსადგენად და ის ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი. ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა და ღმერთმა დაიცვას ჩვენი თავისუფლება და ღმერთმა დაიცვას ჩვენი ჯარები. გმადლობთ მოთმინებისთვის!”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
კომენტარები