მთავარიახალი ამბებისლაიდი

0 ლარით ვაწარმოებ კამპანიას – გოგი წულაიამ პარტიის ოფისი ნისიად იქირავა

0 ლარით ვაწარმოებ კამპანიას – გოგი წულაიამ პარტიის ოფისი ნისიად იქირავა

პარტია “ახალი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ გოგი წულაიამ პარტიული ოფისი ნისიად დაიქირავა.

წულაიას თქმით, პარტიულ ანგარიშზე 0 ლარი აქვს.

“ნისიად პური გამიგია, შაქარიც გამიგია და კვერცხი, მაგრამ პარტიის ოფისი ნისიად არასოდეს დამიქირავებია ამ შემთხვევის გარდა. ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ოფისი ნისიად ავიღე. ვინც შემპირდა დაფინანსებას, მეორე დღეს რომ დავურეკე, უარი მითხრა, ალბათ დააშინეს”, – აცხადებს წულაია.

გოგი წულაია ციხეში “ახალი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარედ აირჩიეს, ის ქუთაისის საკრებულოში შესვლისთვის იბრძვის.

კომენტარები