მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“1 წლიდან ბავშვთა სოფელში ვცხოვრობდი, შესაბამისად, გერმანია-ავსტრიის დაფინანსებით ვიზრდებოდი”

“1 წლიდან ბავშვთა სოფელში ვცხოვრობდი, შესაბამისად, გერმანია-ავსტრიის დაფინანსებით ვიზრდებოდი”

“1 წლიდან ბავშვთა სოფელში ვცხოვრობდი, შესაბამისად, გერმანია-ავსტრიის დაფინანსებით ვიზრდებოდი. თუკი ვინმე აგენტი უნდა გახდეს – მგონი პირველი მე და ის ბავშვები ვართ, ვისთვისაც ეს პროექტი იყო”, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ვახო აბაშიშვილი ე.წ. აგენტების შესახებ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.

ჟურნალისტის თქმით, ქვეყანაში უამრავი პროექტი სწორედ მოკავშირე ქვეყნების და ორგანიზაციების დაფინანსებით კეთდება საქართველოში.

“1 წლიდან ბავშვთა სოფელში ვცხოვრობდი, შესაბამისად, გერმანია-ავსტრიის დაფინანსებით ვიზრდებოდი. თუკი ვინმე აგენტი უნდა გახდეს – მგონი პირველი მე და ის ბავშვები ვართ, ვისთვისაც ეს პროექტი იყო.

თუკი სადმე კარგ მოკლე პროექტში/პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა, აბსოლუტურად ყველა ევროკავშირის, USAID-ის გერმანიის ან შვედეთის დაფინანსებით იყო. არაკონსტიტუციურია “რუსული კანონის” ჩვენთან მიღება. არაკონსტიტუციურზე მეტად არაადამიანური, არაპატრიოტული და არაჯანსაღ გონებაზე ნაფიქრს ჰგავს.

ყველაზე მეტად ახალგაზრდები საშვილიშვილოდ არ გაპატიებთ და გიღირთ გამწარებული ცხოვრება თქვენ და თქვენს შთამომავლებს?! ისტორია მეორდება, სრული სვლით რუსეთში!”, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ციფრული მარკეტერი ვახო აბაბიშვილი.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური “უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

კომენტარები