Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში კორონავირუსის 1 074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 851 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 245, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 23 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 47 803 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 408 პირი, გარდაიცვალა 28 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 20.28%.
კომენტარები