Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევიდან 1 376 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 253 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 361, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 30 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 33 905 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 130 პირი, გარდაიცვალა – 34. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 33.14%
კომენტარები