Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 1 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 124 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 321, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 24 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 45 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 503 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28.82%
კომენტარები