წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობა მასობრივი აქციებისთვის ემზადება.
ადგილობრივები სოფელ მუხიანთან, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.
მოსახლეობის თქმით, ისინი არ დაუშვებენ 16 მუნიციპალიტეტისა და 500-მდე სოფლის ნარჩენების მათ დასახლებაში თავმოყრას.
ადგილობრივების თქმით, ნაგვსაყრელი პრობლემას შექმნის როგორც ეკოლოგიის, ასევე სოფლების საძოვრების მხრივ.
კომენტარები