მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა

განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც “ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ მიიღო.

“დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება“, – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე და ციხის მიღმა რჩება სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული – სრულწლოვანი მ.შ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კაცს, მ.შ.-ს, რამდენჯერმე ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი 12 წლის ბავშვთან.

ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემდეგ ბრალდებულთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს, სასამართლო კი, ამ შეთანხმებას ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე ამტკიცებს.

საპროცესო შეთანხმების გამოყენების პრაქტიკა განსაკუთრებით ხშირია მაშინ, როცა ბრალდებულს 16 წლამდე ასაკის მოზარდთან არა ძალადობით, არამედ ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს ედავებიან.

მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საქმეებზე ქუთაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოებში განაცხადეს, რომ ეს შემთხვევები დახურულ სხდომებზე განიხილება, მიღებული განაჩენები საჯაროა, მაგრამ ის არ მუშავდება და ამიტომაც ამ მოტივით განაჩენებს ვერ მოგვაწვდიან.

„ბათუმელებს“ ქუთაისისა და თბილისის სასამართლოებიდან მხოლოდ 5 განაჩენი მიაწოდეს, რაც ღია სასამართლო სხდომაზე განიხილეს ბოლო 2 წლის განმავლობაში – ხუთივე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას ეხება: „სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“ [ამ მუხლის პირველი ნაწილი სასჯელი სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე].

განაჩენებიდან არ ჩანს დეტალები – ამ დროს ბრალდებული ბრალს აღიარებს და მტკიცებულებების სხდომაზე არ იკვლევენ. საპროცესო შეთანხმების დროს მოსამართლე ვერც მოწმეების ან დაზარალებულის ჩვენებებს ისმენს.

ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოების 5 განაჩენის მიხედვით, მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა საპროცესო შეთანხმება. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს.

განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც „ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია განაჩენში.

ეს განაჩენი მოსამართლე ციცინო მოსიძეს 2021 წლის 9 აპრილს მიუღია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

„სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება“, – აღნიშნულია განაჩენში.

წყარო: “ბათუმელები”

კომენტარები