ქუთაისის მერიას ფულის გათეთრებასა და რეკეტში ადანაშაულებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა და ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე სანაყინე “სავანის” მფლობელმა გიორგი ტურაბელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბულვართან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
მათი განცხადებით, ქუთაისის მერიამ სასამართლოზე მუნიციპალური განვითარების ფონდის 14 მილიონიანი ხარჯთაღრიცხვა წარადგინა, სადაც საუბარია სკვერში არ არსებული მოედნების დემონტაჟზე.
“გამოყოფილი 14 მილიონიდან უკვე 8 მილიონი ათვისებულია, თუმცა ბულვარში არაფერია გაკეთებული. უფრო მეტიც, არ არსებობს პროექტი. მოვითხოვთ, ამ საქმით პროკურატურა დაინტერესდეს”, – განაცხადეს ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერია ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე “სავანის” დემონტაჟს გეგმავს. დავა სასამართლოში განიხილება.
კომენტარები