15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში, ავტოქარხნის ოლქში 3 432-მა ამომრჩეველი მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის რაოდენობის 13.32%-ია.
ოლქში 08:00 საათიდან გახსნილია 12 უბანი, მათგან ერთი სპეცუბანია.
ხმის მიცემა უბნებზე ელექტრონული წესით მიმდინარეობს.
ოლქში 26 000-მდე ამორჩეველია რეგისტრირებული.
ავტოქარხნის მოსახლეობა უბნის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატი – “ქართულ ოცნების” წარმომადგენელი მიხეილ გიორგაძეა.
კომენტარები