ქუთაისის 22-ე სკოლის ყოფილ ბუღალტერს, რომელსაც 166 000 ლარის მითვისებას ედავებიან, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
თანხა სკოლის ბიუჯეტიდან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქრებოდა. სკოლის დირექტორმა ეს მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როცა ანგარიშზე სოლიდური თანხა აღარ დახვდა.
ბრალუს დამტკიცების შემთხვევაში 38 წლის ქალს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას შესაძლოა, სკოლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც მოუწიოს.
გორისა და ადიგენის შემდეგ, ეს მესამე საჯარო სკოლაა, სადაც ბუღალტერმა 10 ათასობით ლარი საკუთარ ანგარიშზე გადაიტანა.
კომენტარები