მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

17 დღეში ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 149 შემთხვევა გამოვლინდა

17 დღეში ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 149 შემთხვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის გამო 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

უწყება 4 სექტემბრიდან ახორციელებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს.

მისივე ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 303 დარღვევა თბილისში გამოავლინეს, 149 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 109 – ბათუმში, 80 კი, ქალაქ რუსთავში.

641 ჯარიმიდან 508 ფიზიკური პირის სახელზე დაფიქსირდა, 133 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

კომენტარები