მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

19 ივლისს, ქუთაისში, ღვინის ბარი “საფერე” გამომცემლებსა და მთარგმნელებს უმასპინძლებს

19 ივლისს, ქუთაისში, ღვინის ბარი “საფერე” გამომცემლებსა და მთარგმნელებს უმასპინძლებს

19 ივლისს, 19:00 საათზე ქუთაისში, ღვინის ბარი “საფერე” გამომცემლებსა და მთარგმნელებს უმასპინძლებს, რომლებიც მოსახლეობასთან ღია შეხვედრას გამართავენ. დაგეგმილია წიგნების პრეზენტაცია.

ღონისძიებას წარუძღვებიან “სიესტას“ გამომცემელი და მთარგმნელი დავით კაკაბაძე, “ზებრას“ გამომცემელი მაკა კასრაძე  და მთარგმნელი მაია ბადრიძე.

დავით კაკაბაძე წარადგენს უკრაინელი ავტორების წიგნებს: სერგი რუდენკოს „ზელენსკი უგრიმოდ“, არტემ ჩეხის “ნულოვანი წერტილი“ და კატერინა ბაბკინას “ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“.

მაკა კასრაძე წარადგენს გამომცემლობა ზებრას წიგნს „ბომბორა“, რომელიც კარლო და არჩილ სულაკაურების თანაავტორობით და გივი კერვალიშვილის ილუსტრაციებით შექმნილი ანიმაციური ზღაპრის “ბომბორას“ საფუძველზე 2024 წელს გამოიცა.

ღონისძიებას მაია ბადრიძე შეაჯამებს და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხებს.

დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება გაიმართება 19 ივლისს, 19:00 საათზე ქუთაისში, თბილისის ქუჩა №37-ში.

კომენტარები