Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევიდან 715 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 365 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 507, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 30 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 51 298 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 154 პირი, გარდაიცვალა – 63. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.34%
კომენტარები