უფლებადამცველ ლევან ჭელიძის თქმით, ქუთაისის ციხიდან პატიმარი დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ მას არაადამიანურად ეპყრობიან.
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის თქმით, მისი უფლებები ილახება.
“#2 პენიტენციური დაწესებულებიდან დამიკავშირდა მსჯავრდებული/ბრალდებული, რომელმაც განაცხადა, რომ მას არაადამიანურად ეპყრობიან და მისი უფლებები დარღვეულია.
– მას ჩემთან საუბრისას ტელეფონია გაეთიშა, სავარაუდოდ, გაუთიშეს”, – წერს სოციალურ ქსელში ლევან ჭელიძე.
კომენტარები