Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსი 2 247 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 089 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 304, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 27 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 69 190 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 17 265 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 947 პირი, გარდაიცვალა 34 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 24.95%.
კომენტარები