მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

2 495 ახალი ინფიცირებული, 405 მძიმე პაციენტი – კოვიდსტატისტიკა იმერეთში

2 495 ახალი ინფიცირებული, 405 მძიმე პაციენტი – კოვიდსტატისტიკა იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 2 495 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 205 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 405, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 24 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 46 425 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 21 623 პირი, გარდაიცვალა 40 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 33.84%

კომენტარები