მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“2012 წლიდან დღემდე ქვეყანა 800 000 ადამიანმა დატოვა”

“2012 წლიდან დღემდე ქვეყანა 800 000 ადამიანმა დატოვა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის თემურ ცამციშვილის განცხადებით, ქვეყანაში გაზრდილმა მიგრაციამ განსაკუთრებით ქუთაისს შეუქმნა პრობლემები. 2012 წლიდან დღემდე ქვეყანა 800000 ადამიანმა დატოვა.

მისივე თქმით, თვეში ქალაქს ასეულობით მოქალაქე ტოვებს. 2023 წელს ქუთაისში 351 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

როგორც ცამციშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო სტატუსის დაკარგვით ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობით მეორიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

“ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრის სტატუსის წართმევით ქუთაისს განვითარების პერსპექტივა დაუკარგა”, – აღნიშნა მან.

კომენტარები