მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“2021-23 წლებში ხარაგაულის ბიუჯეტიდან 348 ათასი ლარი მიიღო პირმა, რომლის უკანაც, დიდი ალბათობით, ხარაგაულის მერის ოჯახი დგას”

“2021-23 წლებში ხარაგაულის ბიუჯეტიდან 348 ათასი ლარი მიიღო პირმა, რომლის უკანაც, დიდი ალბათობით, ხარაგაულის მერის ოჯახი დგას”

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2021-2023 წლებში ხარაგაულის ბიუჯეტიდან 348 ათასი ლარი მიიღო პირმა, რომლის უკანაც, დიდი ალბათობით, ხარაგაულის მერის ოჯახი დგას.

ორგანიზაციის ცნობით, “ფლანგვის დეტექტორმა” 2021 წელს ხარაგაულის მოქმედი მერის კობა ლურსმანაშვილის და მისი გარემოცვის კორუფციაში სავარაუდო ჩართულობა გამოავლინა. მხილების შემდეგ, მერის ძმას ზურაბ ლურსმანაშვილს ტენდერებში მონაწილეობა აღარ მიუღია, თუმცა აქტივობის შეწყვეტა ემთხვევა მისი თანამშრომლის გააქტიურებას.

“ინდმეწარმე პეტრე ავალიშვილი სახელმწიფო შესყიდვებში 2021 წლიდან ჩნდება, რის შემდეგადაც მან 82 ათასი ლარის 5 ტენდერი უკონკურენტო მოიგო.

აგრეთვე ნიშანდობლივია, რომ მის კომპანიას 266 ათასი ლარის ხელშეკრულებები ხარაგაულის მერიამ და დასუფთავების გაერთიანებამ პირდაპირი წესით გაუფორმეს.

პეტრე ავალიშვილი უკვე წლებია, ხარაგაულის მერის ძმის ავტომომსახურების ცენტრში მუშაობს და მისი სახელით მოგებულ ტენდერების სამუშაოებს, ადგილობრივების თქმით, თავად ზურაბ ლურსმანაშვილი კურირებს.

შესყიდვების სააგენტოს საიტზე ავალიშვილს პირად საკონტაქტო ინფორმაციად ტენდერის დამკვეთის, დასუფთავების სამსახურის მაღალჩინოსნის ელფოსტა აქვს მითითებული.

მისი გააქტიურება სახელმწიფო შესყიდვებში ზურაბ ლურსმანაშვილის მიერ ტენდერებში მონაწილეობას შეწყვეტას ემთხვევა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები