მთავარიახალი ამბებისლაიდი

2023 წელს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ქუთაისი უმასპინძლებს

2023 წელს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ქუთაისი უმასპინძლებს

2023 წელს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ქუთაისი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება UEFA-ს საორგანიზაციო ჯგუფმა ინფრასტრუქტურის გაცნობის შემდეგ მიიღო.

“თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფა-ს საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება“, – აღნიშნულია სფფ-ს განცხადებაში.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება.

ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გასული წლის 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

კომენტარები